0 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე: აპრილის ბოლო, მაისის პირველი 2 კვირა საფრთხილოა, შემთხვევების მატება გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ტვ პირველის გადაცემაში "რეაქცია" კორონავირუსის გავრცელების პიკზე საუბრობს.
მისი განმარტებით, აპრილის ბოლო, მაისის პირველი 2 კვირა საფრთხილოა. მისივე თქმით ამ პერიოდში შემთხვევების მატება გვექნება.

 

"ჩვენ პიკში შესვლის პერიოდს ვვანგარიშობთ ხოლმე, როცა შიდა გავრცელება ფიქსირდება. ჩვენთან კოვიდ ინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, შიდა გავრცელება კი, როცა ვერ გავედიც პირველწყაროზე, დავაფიქსირეთ 22 მარტს.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მოგეხსენებათ ერთმანეთის გამოცდილებას უყურებს ყველა ქვეყანა, ერთმანეთისგან ბევრს ვსწავობთ, პიკური პერიოდი დგება შიდა გავრცელებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირის ფარგლებში. 

მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სწორედ მე-6, მე-7, მე-8 კვირებში. ახლა ჩვენ მე-6 კვირაში ვართ შიდა გავრცელების დაწყებიდან. ამიტომ ვამბობთ, რომ აპრილის ბოლო და მაისის პირველი 2 კვირა იქნება საფრთხილო, როდესაც შემთხვევების მატება გვექნება.

ამ 3 თვის განავლობაში გარკვეულად შევაკავეთ ინფექცია, გვქონდა რამდენჯერმე ნახტომი, მაგრამ არ გვქონია დიდი. მთავარი მიზანია, რომ ეს კვირები გავიაროთ, დაახლოებით ამ ტიპის ზრდით, ანუ არ გვქონდეს ჩვენს მრუდზე დიდი ციცაბო.

ვთქვათ ვართ პიკში, მე-6, მე-7, მე-8 კვირა ყველა ქვეყნისთვის პიკია, მაგრამ პიკი ჩვენთვის სასურველია იყოს ასეთი დუნე მატება და არა ციცაბო მატება. ეს კვირები არის საფრთხილო და არის პიკური პერიოდი" - ამბობს გამყრელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები