საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - სამღვდელოებაში ვატარებთ მიზნობრივ ტესტირებას იმის მიხედვით თუ რა საჭიროება დგას
2020-04-28 13:10:54
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თავდაცვის ძალებისა და სხვა რისკ ჯგუფების ტესტირების საკითხზე შეფერხებები არ იქნება. მისივე განცხადებით, აღნიშნული რისკ ჯგუფების ნაწილის ტესტირება უკვე დაწყებულია.
„თავდაცვის ძალების ტესტირება უკვე დაწყებულია, სამღვდელოებაში ჩვენ ვატარებთ იმ მიზნობრივ ტესტირებას იმის მიხედვით თუ რა საჭიროება დგას. ჟურნალისტებთან მიმართებაშიც გარკვეული კლასტერის გამოვლენის შემთხვევაში, იქნება დეტალურად გამოკვლეული ის ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ კვლევას და ამ კუთხითაც შეფერხებები არ იქნება. ჩვენი მზაობა ამ კუთხითაც არის,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები