საზოგადოება
თბილისში, ძმობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
2020-04-28 10:46:26
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ძმობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით,
ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა.
მეხანძრე-მაშველმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები