1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დასრულდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს

საგანგებო მდგომარეობის ვადები მოვითხოვეთ ზუსტად იმ გაანგარიშებით და იმ ვადებით, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, სწორად დაგვეგეგმა როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლა როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე ეკონომიკის ნაწილში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, დასრულდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ კონკრეტულ ვადებსა და თარიღებზე დღეს საუბარი მისი მხრიდან არასწორი იქნება. 

„საგანგებო მდგომარეობა საჭიროა მანამ, ვიდრე ქვეყანა ებრძვის კოვიდ-19-ს, თუმცა სხვადასხვა ეტაპს აქვს სხვადასხვა მოთხოვნები. ჩვენ ამაზე საუბარი შეგვეძლება უფრო მოგვიანებით, მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის ვადას“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები