0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლეულია მოსახლეობის 0,6% - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც სჭირდებოდა ტესტირება, ყველას ჩაუტარდა" - ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 12 ათასამდე ტესტია ჩატარებული.

 „ჩვენ ტესტებს ვითვლით 4 თებერვლიდან და ყოველდღიურად ჩვენს ვებ-გვერდზე და „ფეისბუკზე“ ქვეყნდება განახლება ეპიდსიტუაციის. სულ დღევანდელ დღემდე არის 11 942 PCR ტესტი ჩატარებული. ხედავთ, რომ 20 აპრილიდან ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიური გახდა, კიდევ დავამატეთ ლაბორატორია. პიკზე იყო 859 ტესტი, ეს არის პირველადი ტესტები და განმეორებითთან ერთად 900-ზე ზემოთ ავედით. 515 გვქონდა გუშინ და ნაკლები იყო მომართვიანობა. ამიტომ ვისაც ზუსტი რიცხვი აინტერესებს, რამდენი ტესტი ტარდება ქვეყანაში და როგორ მიმდინარეობს ის, 11 ლაბორატორიაში კეთდება და ბოლო 6 დღის განმავლობაში 600-700 ტესტს სცილდება. დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს უნდა ავიდეთ 1000 ტესტირებაზე, მაისის 10-15-სთვის დაგეგმილი გვაქვს 1500 და შემდეგ ძალიან გვინდა, რომ თუ სიმძლავრეებით ამას შევძლებთ, 3000 ტესტი გვქონდეს დღეში, რომელიც ის სტანდარტია , რომელსაც აწარმოებენ ავსტრია, გერმანია, შვეიცარია და მსგავსი ქვეყნები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები