საზოგადოება
ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, ცხინვალს მეორე სახელწოდებად „სტალინირი“ ეწოდა
2020-04-27 20:36:22
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, ცხინვალს მეორე სახელწოდებად „სტალინირი“ ეწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალს მეორე სახელწოდებად „ქალაქი სტალინირი“ ეწოდოს. ორი სახელწოდება გამოიყენება რესპუბლიკური და საქალაქო ღონისძიებების დროს, კერძოდ 9 მაისს (გამარჯვების დღე) და 22 ივნისს (დიდი სამამულო ომის დაწყების თარიღი)“, - ნათქვამია ბრძანებაში.
კომენტარები