მსოფლიო
ხათუნა ზახაშვილი - ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, ზიანი მოგიტანოთ
2020-04-27 20:22:43
ხათუნა ზახაშვილი მოქალაქეებს ხელთათმანების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, არ ჩათვალოთ, რომ რადგან ხელთათმანი გიკეთიათ უსაფრთხოდ ხართ. ხელთათმანი ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და თუ არ მოხდა ხელთათმანის ხშირი ცვლა, იგივე საფრთხეებს შეგიქმნით ხელთათმანი, რასაც თქვენივე დაბინძურებული ხელები. უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი გამოიყენოთ გამოცვლის გარეშე, მთელი დღე გეკეთოთ ერთი დ აიგივე დაუმუშავებელი ხელთათმანი და ამით გაზარდოთ თქვენი ჯანმრთელობისთის რისკები“, - განაცხადა ზახაშვილმა.
კომენტარები