0 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა და არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ- ნელა“.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა ერთ-ერთ ადრეულ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე.

მისივე თქმით, დღეს, როცა შემსუბუქდა გარკვეული შეზღუდვები, ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ და ყველაფერი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში უნდა გადავიდეს.

"არა ბატონებო, ჩვენ თანდათან უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მივიღოთ მინიმალურზე მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქება უნდა იყოს ეტაპობრივი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის, ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, რომელიც გადავიდა შემსუბუქების ღონისძიებებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ერთ-ერთ ადრეულ ეტაპზე იქნება, მაგრამ მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ და მომზადება ნიშნავს იმას, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა დავიცვათ. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ეს არის სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა. მოქალაქეების არშეჯგუფება და დიდი თავყრილობებისა არგამართვა. უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვები, კი მოგაწყინეთ, მაგრამ ამაზე მძლავრი იარაღი სამწუხაროდ, არ არის კოვიდთან ბრძოლაში. აღდგება საზოგადოებრივი ტრანპსორტი, მაგრამ ეს გადაწყდება საკოორდინაციო საბჭოზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს საკოორდინაციო საბჭოს," - განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...