მსოფლიო
სამხრეთ კორეული კომპანია საქართველოში მაღალი ხარისხის 50 ათას PCR ტესტს შემოიტანს
2020-04-27 17:16:24
სამხრეთ კორეული კომპანია აპრილის ბოლოს საქართველოში COVID-19-ის ანტიგენის აღმოჩენის ტესტების ექსპორტს განახორციელებს. დავით ზალკალიანი კორეას მადლობას უხდის.
მინისტრის განცხადება სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოქვეყნდა.
"მადლობას ვუხდი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს, კან გიონ ხვას საქართველოსთვის გაწეული დროული დახმარებისთვის, რომლის მიზანიც ეპიდემიის გავრცელების გლუვი მრუდის შენარჩუნებაა" - წერს ზალკალიანი.
მისი თქმით, სამხრეთ კორეა რესპუბლიკა ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე იქცა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითად.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ კორეასთან დამატებითი მოლაპარაკებები ჩაატარა.
"საელჩომ სეულში აწარმოა მოლაპარაკებები და შეძლო მოეპოვებინა. 50 000 მაღალი ხარისხის ოქროს სტანდარტის ტესტის შესყიდვა. მაისის დასაწყისში ტესტებს უკვე ჩამოვიტანთ,"- განაცხადა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.
კომენტარები