1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩემი ხელფასი თვეში 10 000 დოლარია – მთელი ცხოვრება პატიოსნად ვშრომობ” – გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინულ მედიაში მიხეილ სააკაშვილის სახლის ირგვლივ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა.

სააკაშვილის ძვირადღირებულ აპარტამენტზე რეპორტაჟი უკრაინულ ტელეკომპანია „ზიკზე“ გავიდა. წამყვანი დაინტერესდა იმ ფულის წარმომავლობით, რომლითაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ეს სახლი შეიძინა.

„გამარჯობა, მე მიხაილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ვარ. ახლახან გავარკვიე, რომ პაიარკოვმა ისაუბრა სახლზე, რომელიც ჩემ მიერ არის ნაყიდი. ფაქტია, რომ მე ვარ პროფესორი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტის – ეს არის „საქართველოს უნივერსიტეტი“, ჩემი ხელფასი დიდი ხანია თვეში დაახლოებით 10 ათასი დოლარია, ასე რომ… მთელი ცხოვრება პატიოსნად ვშრომობ, ისევე როგორც ჩემი შვილი”, – ამბობს გიული ალასანია ვიდეოში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები