მსოფლიო
კახა კალაძე: როგორც კი დარგის სპეციალისტები შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს
2020-04-27 11:40:13
სატრანსპორტო შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ეხება მეტროს, ავტობუსს და სამარშუტო ტაქსებს.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგენა პირდაპირ დაკავშირებულია არსებულ ეპედემიოლოგიურ ვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერდა შეზღუდვების მოხსნის ეტაპები, აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. ჩვენ ეს ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მთლიანად ეპიდსიტუაციის დინამიკაზეადამოკიდებული და მერია ეპიდემიოლოგებისრჩევების მიხედვით იმოქმედებს.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას. როგორც კი იქნება, დარგის სპეციალისტების მხრიდან, რჩევა და მოწოდება, რომ შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაშვება, მაშნვემივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კომენტარები