საზოგადოება
რუსეთის დუმის დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა
2020-04-25 17:25:45
რუსეთის დუმის დეპუტატს ლეონოდ კალაშნიკოვი კორონავირუსი დაუდასტურდა.
„არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად ჩემი მძღოლი დაინფიცირდა და მე მისგან გადამედო. როგორც კი გავიგე, მას შემდეგ კარანტინში ვიყავი, მაგრამ ვირუსი მეც გამომივლინდა. მაღალი სიცხე მაქვს“, - აღნიშნა კალაშნიკოვმა რუსულ გამოცემასთან საუბარში.
ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 75000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 681 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები