მსოფლიო
" მის გვერდით სხვა სათბურებია და მათაც ტონობით მოსავალი გაუფუჭდათ. ხვალ კვლავ აპირებს დაკრეფას, თუმცა, არ იცის, ექნება თუ არა, რეალიზების საშუალება" - ახალგაზრდა ფერმერს 4 ტონა პომიდორი გაუფუჭდა
2020-04-24 20:00:28
ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.-ახალგაზრდა ფერმერ ია ლომიას 4 ტონა პომიდორი გაუფუჭდა
„მას მეურნეობა ზუგდიდში, სოფელ ცაისში აქვს. მის გვერდით სხვა სათბურებია და მათაც ტონობით მოსავალი გაუფუჭდათ. ხვალ კვლავ აპირებს დაკრეფას, თუმცა, არ იცის, ექნება თუ არა, რეალიზების საშუალება. არცერთი სადისტრიბუციო მანქანა აღარ მოძრაობსო. იმედია, ორშაბათიდან რაღაც შვებას იგრძნობს. ეს მისი პირველი ინვესტიცია და პირველი ცდა იყო სოფლის მეურნეობაში და იმედგაცურებაც დიდი აქვს“, - წერს გიგაშვილი.
კომენტარები