მსოფლიო
კომენდანტის საათის მოქმედება ძალაში რჩება
2020-04-24 18:44:51
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.
ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
„როგორ საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.
27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.
კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
კომენტარები