1 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს - 25 ლარით

2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით.

„ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული როადენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიების ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს 25 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს“, - განაცხადა გახარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები