საზოგადოება
"ახლახანს ცუდად ვიყავი და მითხრა: დედა, არ დამღუპო, არ წახვიდეო" - რას ყვება 90 წლის დედა პაატა იმნაძეზე
2020-04-24 11:37:47
პაატა იმნაძის დედა, ნუნუ დუმბაძე, შვილის მიერ ცხოვრებაში გადადგმულ ნაბიჯებზეც საუბრობს:
"შინ მაგის მაღალი სიტყვა არასდროს გაგვიგია, არც გაბრაზებული გვინახავს. ოჯახმა იმდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ არ მახსოვს, პაატას წონასწორობა დაეკარგოს. მანამდე ამბობდა, სულ ერთი და იგივე კითხვებს მისვამენ, რამდენჯერ უნდა ვუპასუხოო.
სხვა შვილი არ მყავს. პაატა გამორჩეული შვილია და მგონი, მისთვის მეც გამორჩეული დედა ვარ. 90 წლის გახლავართ. ახლახანს ცუდად ვიყავი, მითხრა, დედა, არ დამღუპო, არ წახვიდე, გული არ გამიხეთქოო..."
თავდაპირველად ფიზიკოსობა უნდოდა, როცა არჩევანის წინაშე დადგა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ექიმობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ "დიდი კაცის" შვილი არ ვიყავი და ეს ოცნება ვერ ავისრულე. პაატას ვთხოვე, სამედიცინოზე ჩაბარება სცადე-მეთქი. ინტერესი თავადაც გამოიჩინა.
წლების შემდეგ პაატამ მეორედ იქორწინა, მისი ახლანდელი მეუღლე, ხათუნა გოგელია არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მათ ერთმანეთი ადრე ჰყვარებიათ, პაატასთან შედარებით ასაკით პატარაა. ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თავის თავზე ხომ საერთოდ აღარ ფიქრობდა. მიხარია, რომ შვილები მათ ერთად ყოფნის ამბავს კარგად შეხვდნენ..." - განუცხადა "გზას" ნუნუ დუმბაძემ.
კომენტარები