0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თუ რამე მეშლება ნუ დამზოგავთ, გამაკრიტიკეთ“ – ზურა შევარდნაძეს დახმარება სჭირდება

გარდენია შენარდნაძის მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ვერ შოულობენ, ვინც მათ ჯონჯოლის ყვავილის კრეფაში დაეხმარება.

„ერთი პატარა ამბავი მინდა გაგიზიაროთ და თუ რამე მეშლება ნუ დამზოგავთ, გამაკრიტიკეთ..

ბექა ოსიშვილი დაარსების დღიდან გარდენიაში მუშაობს, რა თქმა უნდა ყველა ოჯახის წევრს ვიცნობ, ვახლობლობ მათთან, მათ ნათესავებთან და იმათ ნათესავებთანაც კი… ლამისყანიდან არიან…

ახლა საქმე, რომ წახდა გადავწყვიტეთ სოფელში არ დავტოვოთ ჯონჯოლი მოსაკრეფი, კარგი მარინადი დავამზადოთ და შევთავაზოთ მსურველებს ქილებით, ჯანმრთელი, ჯანსაღი, ქართული მწნილი. მოვიმარაგეთ ჭურჭელი, მარილი..

აღმოჩნდა, რომ ვერ ვშოულობთ ადამიანებს, რომლებიც ჯონჯოლის ყვავილის კრეფაში დაგვეხმარება, 30 ლარს სთავაზობდა ბექა დღეში..

ახლა მე ვკითხულობ, ვინ უნდა იმუშაოს იმ ქარხნებში ჩინეთიდან, რომ უნდა გადმოიტანონ და დიდი დავიდარაბის მერე ააგებენ (თუ ააგებენ) საქართველოში? და სანამ ააგებენ ჯონჯოლი , რომ მოვკრიფოთ ამით რამე დაგვიშავდება, დაგვაკლდება?

ვერ ვიგებ, ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი“, – წერს ზურა შევარდნაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები