საზოგადოება
სასწრაფო დახმარების შვიდ თანამშრომელს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ, ვირუსი არ დაუდასტურდა
2020-04-24 10:04:45
სასწრაფო დახმარების შვიდ თანამშრომელს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ, ვირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განაცხადა.
კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ამ ეტაპზე, „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.
კომენტარები