მსოფლიო
“4 შვილიანი დედა მირეკავდა, გეხვეწები, პური წამომიღეო..ხალხი შიმშილით დაიხოცება” - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შველას ითხოვს
2020-04-23 21:39:23
ქეთი ფანცხავა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბარის მკვიდრია. წყალტუბოში მაღაზია აქვს და მთელ სოფელს თავად ამარაგებს. ამბობს, რომ მისი სოფლიდან წყალტუბომდე 14 კილომეტრია, მაღაზიები კი ახლოს არსად არის.
“4 შვილიანი დედა მირეკავდა გუშინ, გეხვეწები, პური წამომიღეო..ამაზე უარი როგორ უნდა ვუთხრა ადამიანს, მაგრამ ეხლა ვერც მე ვერ ვეხმარები მეზობლებს”- ამბობს ჩვენთან საუბარში ქეთი ფანცხავა.
- Itv.ge: უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა პრობლემის წინაშე დგას სოფელი?
- ქეთი ფანცხავა: ჩვენ გვაქვს პატარა მაღაზია, წყალტუბოდან მოშორებით, აღდგომების პერიოდში დავკეტე 3 დღის გამნმავლობაში. გუშინ გავედი ფეხით რომ პროდუქტი მაქვს იქ და მიფუჭდება. 14 კილომეტრია გასავლელი და ძალიან რთულია. იმედი მქონდა რომ დაუშვებდნენ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას,თუმცა ნახეთ, რაც მოხდა.
- Itv.ge: ადგილობრივ მთავრობას მიმართეთ თუ არა დახმარებისთვის?
- ქეთი ფანცხავა: კი, როგორ არა. გამგეობას დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხეს. შემდეგ პირადად მივედი, ვუთხარი ჩემი პრობლემის შესახებ, მაგრამ მითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებითო.
მაღაზია დამრჩა უპატრონოდ. რა გავაკეთო? რომ გავრისკო, წავიდე და დამაჯარიმონ 3000 ათასი ლარით?!
- Itv.ge: ფონი როგორია თქვენს სოფელში, როგორ გაგაქვთ თავი?
- ქეთი ფანცხავა: რა ქნას სოფლის ხალხმა? 4 შვილიანი დედა გუშინ მირეკავდა - გეხვეწები, პური წამომიღეო..ამაზე უარი როგორ უნდა უთხრა ადამიანს, მაგრამ ეხლა ვერც მე ვერ ვეხმარები მეზობლებს.
ცუდი მდგომარეობა ძალიან, რა უნდა ქნას ადამიანმა არ ვიცი, ინფორმირებული კი ვართ რომ მთელ მსოფლიოში რთული მდგომარეობაა, მაგრამ მთლად ასე ჩაკეტვა? ასე არ შეიძლება, ავტომობილების შეზღუდვა ზედმეტია.
- Itv.ge : როგორ ახერხებს ხალხი გამოკვებას, პირველადი მოხმარების ნივთების ან საკვები პროდუქტის შეძენას?
- ქეთი ფანცხავა: სახლში დაწყობილი არავის არ აქვს. სოფელი გასაყიდზეა დამოკიდებული და ამის უფლებას რომ ართმევ, ძალიან დიდ ზიანს აყენებ.
ჩვენს უბანში მაღაზიებიც არ არის, ქალაქში უნდა ჩავიდეს ადამიანი რომ ელემენტარული ნივთები შეიძინოს, ქუთაისში ფიზიკურად არ გვიშვებენ , ეს სიტუაცია კიდევ დიდ ხანს თუ გაგრძელდა, ხალხი შიმშილით დაიხოცება, გაყიდვის უფლებას არ გვაძლევენ და რა უნდა ქნან? როგორ უნდა მოიმარაგოს ადამიანმა საჭმელი!
კომენტარები