0 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ნორმები მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესების განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში, ამისათვის ისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთხვევაში ეს არის 15 000 ლარი და ამის შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, ამის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს ზომები, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა და ერთი ახალი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისათვის, რომ განჭვრეტადი არ იყო ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის, დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული რეგულაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსში პირველად შემოვიდა.

“თქვენ იცით, რომ ასევე არის იქ მითითება სანქციასთან დაკავშირებით, რომ თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“,- განმარტა მამუკა მდინარაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკრეტში ჯარიმების საკითხის გათვალისწინებას პრევენციული მიზანი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, რაიმე სახის ამინისტიაზე, ან შეღავათებზე საუბარი არ არის.

„ყველა მოქალაქეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ის არღვევს დეკრეტით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, ის ქმნილ მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის და ამიტომ, ჯარიმაც და ჩვენს მიერ შექმნილი ახალი ნორმაც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის პრევენციას, რომ რისკები იქნას მინიმუმამდე დაყვანილი. ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ მომავალშიც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, ამ შემთხვევაშიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტული ნორმა იქნება მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვისაც კი, თუ დეკრეტით ასეთი რამ არ იქნება გათვალისწინებული, ხოლო თუ დეკრეტით იქნება კონკრეტული სანქცია კონკრეტული ქმედებისათვის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში უკვე მითითება არის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე პრიმა მუხლში, ამ დეკრეტთან დაკავშირებით, რომ იმოქმედებს დეკრეტით გათვალისწინებული სანქციები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...