0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თენგიზ ცერცვაძე - საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება

"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გორში, ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ეს სენსიტიური თემაა, თუმცა საკუთარ პოზიციას ამის თაობაზე ყოველთვის დააფიქსირებს.

„ყველას აქვს თავისი პოზიცია. ყველანი მაინც გამოვდივართ იქიდან, რომ ეს სენსიტიური თემაა და პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები