საზოგადოება
⛔ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა
2020-04-23 10:08:19
კორონავირუსის გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. ბლოკ-საგუშაგოები სოფლის შესასვლელ-გასასვლელებთან დილის 6 საათიდან მოეწყო. საგუშაგოებზე სამხედროები და პოლიციის ქვედანაყოფები ერთობლივად პატრულირებენ.
გუშინ, 22 აპრილს, კორონავირუსი ღვანკითის კიდევ 4 მცხოვრებს დაუდასტურდა. ამით სოფელში ინფიცირებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. სწორედ ამის გამო მიიღეს სოფლის სრულ იზოლაციაში მოქცევის გადაწყვეტილება.
“სოფელ ღვანკითში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ გვიან ღამით გადავწყვიტეთ რომ ღვანკითი მთლიანად დაიხუროს გარკვეული პერიოდით,” – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
კომენტარები