0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან რატიანი: გვყავს პაციენტი, რომლის შვილის დაუდევრობის გამო, დედა ამ წუთში რეანიმაციაში კვდება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში კვდება პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ოჯახის წევრის დაუდევრობის გამო გადაედო, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში. ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდეთ სახლში. წაიკითხეთ წაუკითხავი წიგნები“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები