0 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" დღეს ჩვენ ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა. 24 საათში, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა" - ამირან გამყრელიძის

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან დამატებით ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი PCR ტექნოლოგიით კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირება.

 

“მინდა გაუწყოთ, რომ PCR ტესტირება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება. დღეს ჩვენ ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა. 24 საათში, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა, მათგან 92% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის: ლუგარის ლაბორატორია, ბათუმისა და ქუთაისის. ხვალიდან უკვე ემატება ხუთი ლაბორატორია, აქედან სამი თბილისში და ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში. ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება PCR ტექნოლოგიით მოსახლეობის ტესტირება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები