მსოფლიო
საქართველოში 73 წლის სიმსივნიანი კაცი კორონავირუსისგან განიკურნა
2020-04-22 14:05:25
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. მათ შორის არის 73 წლის კაცი, რომელსაც თანმხლები სიმსივნური დაავადება ჰქონდა. მეორე პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნება, მესამე კი ვანის მუნიციპალიტეტიდანაა.
კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ 23 პაციენტია მოთავსებული. მათგან 3 პაციენტი სტაციონარში დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შეიყვანეს. მათ სეროლოგიური კვლევებით კორონავირუსი დაუდასტურდათ და უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
კომენტარები