0 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ერძი

ერიდეთ ჭორებსა და საეჭვო გარიგებებში მონაწილეობას, თუ იქნებით სამართლიანი და თქვენს ენერგიას რაციონალური საქმიანობისკენ მიმართავთ ღირსეულ შედეგსაც მიიღებთ.

კურო

იმოქმედეთ გაბედულად და იყავით შეუპოვარი, რათა გადალახოთ წინააღმდეგობები და დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე. ნაყოფიერი იქნება სხვადსხვა სემინარებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა (თუნდაც ინტერნეტსივრცით).

ტყუპები

შესაძლოა თქვენი უყურადღებობის გამო გააქტიურდნენ არაკეთილგანწყობილი ადამიანები, დამატებით კი გაუგებრობებისა და შეცდომების შედეგად მატულობს ალბათობა გართულდეს ირგვლივმყოფებთან ურთიერთობებიც.

კირჩხიბი

დიდი ალბათობით დღეს კარგად წარიმართება როგორც პირადი, ასევე საქმიანი მოლაპარაკებები. ასევე შესაძლოა ასპარეზზე გამოჩნდეს, ოდესღაც თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ერიდეთ ავანტიურასა და რისკს.

ლომი

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, შეეცადეთ აღიდგინოთ სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა. ნუ დაკავდებით იმ საქმეებით, რომელიც ითხოვს თქვენგან წარმოსახვასა და სწრაფ რეაქციას, ახლა მსგავსი საქმიანობა თქვენთვის წამგებიანია.

ქალწული

მოუფრთხილდით ოჯახურ ურთიერთობებს,იყავით მეტად წინდახედული. ეს დღე ხელს უწყობს ფინანსური საკითხების მოგვარებასა და ხელშეკრულებების დადებას.

სასწორი

ოჯახში პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი, ფინანსურ საკითხებშიც უკეთესობაა, მაგრამ ამ ეტაპზე ჯობია თავი შეიკაოთ მნიშვნელოვანი შენაძენისგან.

მორიელი

დღეს მეტად აქტუალურია პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებული თემები, დიდია წარმატების შანსები.

მშვილდოსანი

თქვენი ერთგულება და მტკიცე ფასეულობებთან დამოკიდებულება არის გარანტი იმისა, რომ ცდუნებებს ადვილად არ აჰყვეთ და არ დაუშვათ სერიოზული შეცდომები.

თხის რქა

დღეს შეძლებთ მოინადიროთ თქვენი ოჯახის უფროსი წარმომადგენლების გული და მათი კეთილგანწყობა და გულახდილობა დიდი ენერგიებით აგავსებთ.

მერწყული

შესაძლოა მოგენატრათ დიდი თავყრილობები, მაგრამ ახლა მზერა ჯობია საყვარელი ადამიანებისკენ მიმართოთ. რაც შეეხება სხვა თემებს, არასტანდარტული და შემოქმედებითი მიდგომით წარმატებით გაართმევთ თავს ნებისმიერ პრობლემას.

თევზები

სანამ იმიჯის შეცვლას გადაწყვეტთ ჯერ კარგად მოიფიქრეთ ყოველი ნიუანსი. ეს პერიოდი არ უწყობს ხელს პოზიციების შეცვლას და არც ახალი საქმეების წამოწყებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები