მსოფლიო
“ღამე წავედი საფლავზე… არ შემეძლო, შვილთან არ მივსულიყავი” – მარინა ენდელაძე
2020-04-22 10:22:19
“მიცვალებულებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა და საზოგადოებას აღდგომის დღეებში რეკომენდაციის გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძალიან ცუდ მოცემულობაში აღმოვჩნდით, ძალიან ცუდ ვირუსთან გვაქვს საქმე. არ ვიცით, რას დატოვებს, როგორ დატოვებს, ამიტომ უნდა გავიჭირვოთ და დავრჩეთ სახლში.
კმაყოფილი ვარ მოსახლეობის, რომ სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით ყველაფერი გაიგეს. მესმის, ძნელია, რომ მიცვალებულების დღეს ვერ ავედით საფლავზე, მაგრამ რა ვქნათ. მიცვალებულებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ.
მე ღამე წავედი საფლავზე, შვილთან რომ არ მივსულიყავი არ შემეძლო, თუმცა იქ ჩემს მეტი არავინ იყო” – აღნიშნა ენდელაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
კომენტარები