პოლიტიკა
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განცხადება
2020-04-21 12:26:53
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა განცხადებას აქვეყნებს, რომელაც უცვლელად გთავაზობთ:
19 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდეს. თავხედური თავდასხმის ჩამდენი და შემკვეთებიც დღეს ყველასთვის ცნობილია.
ზარალი საკმაოდ დიდია, დამწვარია ბიბლიოტეკის 80 კვ მეტრამდე, განადგურებულია ავეჯი, გაყვანილობა, ტექნიკა, გაჭვარტლულია შენობის 4 სართული, ჩამსხვრეულია პირველი სართულის ფასადის მინები და შიდა ტიხრები, დაზიანებულია საცავი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიკავშირდა უამრავი ადამიანი, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან , მხარდაჭერის სურვილით, ფიზიკური თუ ფინანსური დახმარების შემოთავაზებით. ყველას ამისთვის გვინდა გადავუხადოთ დიდი მადლობა.
ფინანსური დახმარების მსურველებისთვის ჩვენი ანგარისშის ნომერი არის:
GE34TB7850936080100005 ლარი
GE62TB7850936180100002 USD
GE62TB7850936180100002 Euro
თუ გაქვთ სამშენებლო კვალიფიკაცია და გსურთ ფიზიკურად მიიღოთ მონაწილეობა აღდგენის პროცესში მოგვწერეთ მესინჯერში ან ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭისთვის!
PS. 22 აპრილს, ბიბლიოთეკის დაბადების დღეა, 6 წლის ვხვდებით.
კომენტარები