0 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო, თორემ ახლა სერიოზული პიკი გვექნებოდა" - მარინა ენდელაძე

ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამ საკითხს შეგნებულად მიუდგა და უმეტესობა მართლაც სახლში დარჩა.

„ამიტომ არის, რომ ეს ორი-სამი დღე არ არის დიდი მატება, როცა ამ პერიოდისათვის თუ არ იქნებოდა ყველა რეკომენდაცია დაცული, რა თქმა უნდა, დაიწყებოდა პიკის მონაცემები. პიკის განსაზღვრა ასე ადვილი არ არის, ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული - მგონია, რომ აღდგომის დღეები კარგად გადავაგორეთ და ასე უნდა გავაგრგძელოთ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 45 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არიან როგორც მძიმე, საშუალო და მსუბუქი ფორმით დაავადებულები.

ხუთ ადამიანს აქვს მძიმე ფორმით პნევმონია, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება, თუმცა სტაბილური.„არის სხვადასხვა სიმპტომები გამოვლენილი და მათზე მიმდინარეობს დაკვირვება“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები