0 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ქვეყნის თავზე დიდი ძალაა თავმოყრილი და ამ ძალის გასაღები მე მიჭირავს ხელში. საქართველოს ვერაფერი მოერევა — ჩემი სამშობლო ყველაფერს გადაურჩება!”- ლელა კაკულიას დღევანდელი წინასწარმეტყველება

ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია  სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველებას აქვეყნებს.

2020 წელი, 20 აპრილი, 16:45 საათი, ურეკი

"ვხედავ, რომ მებრძვიან — იმასაც ვხედავ, ვინ მეომება. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ დიდი სიყვარული მოდის შავი ბერებისგან.

ხედვაში ბერებით გარშემორტყმული ვდგავარ და ჩემს კითხვაზე, ვინ ხართ თქვენ? მპასუხობენ: ჩვენ შენი დამცველები ვართ კოსმოსიდან!

არაფერი არ შემეხება, სანტიმეტრითაც ვერ მომიახლოვდება ვერავინ. ეს შავი ბერები ლოცულობენ ჩემთვის, ისინი მაძლევენ დიდ ენერგიას და არ არსებობს, რამე მომერიოს. უბრალოდ ახლა დედამიწა ავად არის და მეც იმიტომ ვარ ავად. როგორც კი პლანეტა გამოჯანსაღდება, იმ წუთში გამოვჯანსაღდები მეც!

ვხედავ, ეს მარტო ქართველები არ არიან. ხედვაში მთელ მსოფლიოში მოღვაწე შავი ბერები ჩანან — ვის ყურსაც კი მისწვდა ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას სახელი, ყველამ იცის, ვინ ვარ. ისინი რიგრიგობით მოქმედებენ, რიგრიგობით მიცავენ და არასდროს არ მშორდებიან. ანუ ვხედავ შავი ბერების წრეს — მტკიცედ შეკრულს, შუაგულში კი მე ვდგავარ.

ადრე ვთქვი, ვინც მე მეხება, ის მამა–უფალს ეხება–მეთქი. ახლაც იგივეს ვიმეორებ და ვამბობ: ვინც მიწიერად მე მეხება, ჩემს მცველ ბერებს ეხება და სწორედ ისინი დაახვედრებენ ჩემთან მებრძოლებს საკადრის პასუხს.
ხმალამოღებულები დგანან, ადამიანებისთვის უბრალო შავ ანაფორებში შემოსილები, ჩემთვის კი აბჯარასხმულები. და ვაი მათ, ვინც მე შემეხება.

მესმის ხმა: ახლა ხომ იცი, ვინც არიან შენი მცველები. კი, ვიცი, აქამდეც ვიცოდი, რა ძალაც მიცავდა, მაგრამ შავ ბერებზე ასეთი ხედვა პირველად მაქვს.

ეს უნდა მეთქვა, ეს უნდა გამომექვეყნებინა. და რასაც მიიღებთ, ნახავთ და გაოცდებით.

უნდა აღვნიშნო: რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლა წარსულში მქონდა ნაწინასწარმეტყველები — ბევრად ადრე. ვხედავ, როცა ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, მოიკითხა ქართველი წინასწარმეტყველი, მაგრამ დაუმალეს. ვხედავ, ვინც დაუმალა.

საქართველოში ჩემი ყოფნა უმნიშვნელოვანესია — ყველაზე უმნიშვნელოვანესი. ჩემი ქვეყნის თავზე დიდი ძალაა თავმოყრილი და ამ ძალის გასაღები მე მიჭირავს ხელში. ვერავინ წამართმევს ამ გასაღებს, ჩემს მცველ შავ ბერებს ვერავინ გადაახტება, ვერავინ მოერევა. მათთან ბრძოლას არავის ვურჩევს. სანამ ჩემკენ ნაბიჯს გადმოდგამს ვინმე, ამაზე იფიქროს.
შავი ბერების მიერ ჩემი დაცვა ნიშნავს ჩემი ქვეყნის დაცვას და იცოდეს ყველამ:
საქართველოს ვერაფერი მოერევა — ვერც ეს მსოფლიო უბედურება, რაც ახლა ტრიალებს, და ვერც სხვა ვერაფერი. ჩემი სამშობლო ყველაფერს გადაურჩება და გაძლიერდება. ამინ!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...