მსოფლიო
იტალიის პრემიერი - ეპიდემიის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა
2020-04-20 15:27:50
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს თქმით, კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა.
მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავადაც აღიარა, რომ იტალია მიატოვეს და ბოდიში მოიხდა. კონტეს თქმით, ის ევროკომისიის პრეზიდენტის ამ ჟესტს აფასებს.
„ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი შოკი გველის. ევროპამ ამ გამოწვევას სათანადო პასუხი უნდა გასცეს. ეს შესაძლებელია, თუ ევროპა გამოიჩენს სიმამაცეს“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ.
კომენტარები