საზოგადოება
" ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები მომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან...მეუფე იაკობს ვთხოვ, მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანს ელაპარაკება" - ამირან გამყრელიძე
2020-04-17 20:13:02
თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ შესაძლებელია მე ეკლესიაზე შეტევა განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია. ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადმიანს ელაპარაკება - ასე პასუხობ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე იაკობის განცხადების.
„ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც მე საპატრიარქოში ვიყავი. იცის მან მე რაზეც ვისაუბრე. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები მომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები