0 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეუფე იაკობი: ხელისუფლებამ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს და მასწავლებლებს დაუბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე წავლენ, სამსახურებს დაკარგავენ

„ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალია, შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ისიც უნდა ვიფიქროთ, ხალხი რას, როგორ მიიღებს. მრევლს მისვლა თუ უნდა, მივა“, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც აკრძალვებთან დაკავშირებით მთავრობის გუშინდელ გადაწყვტილებაზე შეკითხვას უპასუხა. 

„საქართველოა ვიცით და ქუჩაში დაჭერები თუ დაიწყეს, ესეც გამოჩნდება, თუ ჩაშლა უნდათ. სახელმწიფომ როგორც თქვა, 9 საათამდე თუ მივლენ და დაესწრებიან, დილის 6 საათამდე შეუძლიათ ყოფნაო, მაგრამ ხალხი ცოდოა და რის გამო უნდა დავტოვოთ იქ დიდი ხანი, თუ მივიდნენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

„დღეს გამოსული ვიყავი ქალაქში. 12:00 საათამდე ვიარე და რა ხდებოდა, კადრები ნახეთ?! რიგები იყო, „სილიოტკები“ ხომ არ ვართ, რომ ჩაგვალაგონ? სპეციალურად ავრცელებენ, რომ მერე ჩვენ დაგვაბრალონ? რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ? ყველგან არეულობა იყო და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო და ახლა რას აკეთებენ, რომ ძალით გამოვიდნენ?“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, მისი ეპარქიის მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლის შემთხვევაში, ხელისუფლება სამსახურების დაკარგვით დაემქურა.

„ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის და მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს“, - აღნიშნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები