საზოგადოება
ქაშიბაძე: პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელები, სიგარეტის მოკიდების დროს აუალდა და მტევნები დაიწვა
2020-04-17 17:10:44
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელები, სიგარეტის მოკიდების დროს კი ცეცხლი გაუჩნდა და მტევნების დამწვრობა მიიღო. ამის შესახებ ქაშიბაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“ბუნებრივია ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად აალებადია და ასეთია სპირტი და სადეზინფექციო ხსნარები, სპირტის ფუძეზე დამზადებული, ჯობია შეშრეს და ცეცხლთან ახლოს არ მივიტანოთ. სპირტი ადვილად აალებადია და ხანძარსაც იწვევს”, — აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
გუშინ, 16 აპრილს გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის რამდენიმე ადამიანმა მდღურა წყალი დალია, რის გამოც პირის დამწვრობა მიიღეს.
“ვერ გეტყვით, რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია, ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის”, — თქვა ქაშიბაძემ.
კომენტარები