მსოფლიო
”ფოტოები ,რომელსაც არ ვაქვეყნებდი ,მაგრამ სამწუხაროდ, იძულებული ვარ დავდო..ჟანგბადი არ მყოფნიდა და ვიხრჩობოდი..”- კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ემოციური წერილი
2020-04-17 01:02:46
სოციალურ ქსელში ემიგრანტი ქალი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "ფოტოები ,რომელსაც არ ვაქვეყნებდი ,მაგრამ სამწუხაროდ, იძულებული ვარ დავდოდიახ ეს მე ვარ .ამ ორ ფოტოზე, იცით განსხვავება რა არის ,პირველში ვებრძვი უხილავ მტერს ,მეორეში კი ზავდადებული ვარ ,ექვსი დღის უძინარი .დამამშვიდებელს არ მაძლევდნენ ,რადგან საშიშროება იყო ,რომ ვერ გამოვიღვიძებდი .მახსოვს ,როდესაც პირველი ჟანგბადის ნიღაბი გამიკეთეს ,ირგვლივ როგორ მიწვავდა ,შიგა რეზინი სახის კანს და როგორ მიწიოდა ყურში ,აი ასე დამჯდარი ვათენებდი და ვაღამებდი ამ სამყაროს ჩემად ვერ აღვიქვამდი ,ჟანგბადი არ მყოფნიდა და ვიხრჩობოდი, მაგრამ უფლის წყალობით ,ექიმების დახმარებით და თქვენი ლოცვით მე გადავრჩი ,არ ვიცი ამ ჩემს პოსტს ვინ როგორ მიიღებთ ,მაგრამ ვალდებული ვიყავი ,ჩემი ეს ჯოჯოხეთური დღეები ,თქვენთვის მეჩვენებინა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ყველას სხვაგვარად ,ხვდება ამ მონსტრს ,ამიტომ ნუ ვეთამაშებით სიცოცხლეს,დაიჯერეთ რომ არსებობს ეს წყეული ვირუსი და არავინ იცის ,როდის მოგვადგება კარს #დარჩითსახლში"
კომენტარები