მსოფლიო
ლევან რატიანი: თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, რომ მომავალ გაზაფხულზე ერთმანეთს შევხვდეთ
2020-04-17 00:14:16
ახლა კაცობრიობას ერთი რამ გადაარჩენს - სოციალური დისტანცია. რაც შეიძლება თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, რომ მომავალ გაზაფხულზე ერთმანეთს შევხვდეთ, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ბობოქრობს ვირუსი და პარალელურად ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმი. ყველასი მესმის, ჩვენც ღვთისმოშიში ადამიანები ვართ, ეკლესიაში დავდივართ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველამ თავი უნდა შევიკავიოთ, რომ ქუჩაში არ გავიდეთ“, განაცხადა რატიანმა.
კომენტარები