0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

86 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - პაციენტი თერჯოლის ცხელების ცენტრში კატასტროფის ჯგუფმა შეიყვანა

თერჯოლის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს ანალიზი უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ერთი პაციენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 86 წლის ქალია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი ცხელების ცენტრში კატასტროფის ჯგუფმა შეიყვანა. კლინიკის ხელმძღვანელის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მეორე პაციენტი კი, ცხელების ცენტრში ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან ასევე კატასტროფის
ჯგუფმა შეიყვანა. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ანალიზების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები