საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ორჯერ გვქონდა 30-30 დადასტურებული შემთხვევა, რაც უკვე ძალიან დამაფიქრებელი და საგანგაშოა
2020-04-16 19:29:56
ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ გვქონდა ე.წ. ნახტომი, როდესაც 30-30 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ეს უკვე ძალიან დამაფიქრებელია და საგანგაშო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს მიუთითებს იმას, რომ შიდა გავრცელება ქვეყანაში უკვე სერიოზულად იკიდებს ფეხს.
„დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩვენ გვქონდა ახალი კორონავირუსის 336დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული გვყავს 74 შემთხვევა და სამწუხაროდ, გარდაცვლილი სამი ადამიანი. სიკვდილიანობის პროცენტი ჩვენთან ჯერ დაბალია, 0.9 პროცენტი. ძალიან გვინდა, რომ ეს ე.წ. ტენდენცია ზრდისა ახალი შემთხვევების შევინარჩუნოთ და არ გვქონდეს ნახტომები, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ უკვე ორჯერ გვქონდა ე.წ ნახტომი, როდესაც 30-30 შემთხვევა გვქონდა. ეს უკვე ძალიან დამაფიქრებელია და საგანგაშო, რაც მიუთითებს იმას, რომ შიდა გავრცელება ქვეყანაში უკვე სერიოზულად იკიდებს ფეხს. ეს არის სწორედ განგაშის საფუძველი ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლის“,- განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები