საზოგადოება
კორონავირუსთან ბრძოლაში შესაძლოა სამედიცინოს სტუდენტებიც ჩაერთონ
2020-04-16 17:52:14
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესაძლოა სახელმწიფომ სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელ სტუდენტებს სთხოვოს.
ამასთან მინისტრმა საზოგადოებას პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაუდევრობის გამო სტუდენტებს არ უნდა შეექმნათ რთულ ვითარებაში მუშაობის საჭიროება.
“შესაძლოა დახმარება ვთხოვოთ ჩვენს რეზიდენტებს, ჩვენს მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს. ამაზე ხშირად არის საუბარი იქნებიან თუ არა ისინი მოხალისეები, მაგრამ მე ვეკითხები მათ მშობლებს უნდათ თუ არა რომ მათი შვილები ამ კრიტიკულ ვითარებაში იყვნენ მოხალისეები? რა თქმა უნდა როცა იღებ გადაწყვეტილებას რომ გახდე ექიმი თავიდანვე გაქვს ადამიანის გადარჩენის სურვილი. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ახალგაზრდები ამას გააკეთებენ და გამოხატავენ ამ სურვილს მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლოს საზოგადოებამ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
კომენტარები