საზოგადოება
ილია მეორე: ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ეს მოვლენები, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის
2020-04-16 17:38:03
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა განაცხადა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ღვთის ნებით ხდება.
„მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ეს მოვლენები, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა ზედ და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.
კომენტარები