0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიმიტრი ხუნდაძე - შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს როგორც ტაძრებში თავყრილობისგან, ასევე სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან.

„ახლოვდება დღეები, რომელსაც ტრადიციულად, წარსულში ყველა ერთად აღვნიშნავდით, მაგრამ ეს დღეს სახიფათოა. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისგან, სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შემდეგ უფრო მეტ საფლავზე მოგვიწიოს მისვლა. მიჭირს ასე მძიმედ საუბარი, მაგრამ გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, ეს რეალობად აქციოს. სჯობს დროულად მოვითმინოთ, ვიდრე უდროოდ ვინანოთ. თანაც, სამწუხაროდ, არც ისე ბევრნი ვართ. თუ ვირუსმა მასიური გავრცელების სახე მიიღო, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმაც ვერ გაუძლოს მძიმე გამოწვევას და კიდევ უფრო ცოტანი დავრჩეთ. დავრჩეთ სახლში და ამ ფორმით ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ყველა ერთად კი, გავუფრთხილდეთ ქვეყნის მომავალს”,- განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები