0 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვეღარ დავითვლით კუბოებს, ეს გვინდა? - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული, რჩება შანსი იმისა, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს. ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დღემდე არსებობდა დინამიკა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ.

„აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში.

ქვეყანაში არის ფართო შიდა გადაცემა დაწყებული. ეს რას ნიშნავს – ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები, ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. ანუ შეიძლება იმ დღეს არაფერი ჰქონდეს. როდესაც მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან. ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან. ჩვენ არ ვიცით ისინი ვინ არიან, ამიტომ ვამბობთ ამდენი ხანია, რომ შიდა გადაცემა დაიწყო. ყველა ეს ღონისძიება რატომ ტარდება, რადგან შიდა გადაცემა უკვე დაიწყო. გავიგოთ ეს, რომ ჩვენ გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციაა, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და თქვენ გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გახდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს“,- განაცხადა იმნაძემ.

 

კითხვაზე, ხელისუფლებას ურჩევს თუ არა, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, პაატა იმნაძემ აღნიშნა:

„თუ ხალხს არ ესმის ის, რომ სახლში უნდა იყვნენ, იძულებულები გავხდებით. ეს ხომ ნორმალურია, მთელმა დასავლეთ ევროპამ ხომ გააკეთა ეს არა? სახლიდან გამოსვლას უკრძალავდნენ ადამიანებს, ეს გვინდა საქართველოშიც, იძულებული ვხდებით ეს ვურჩიოთ ხელისუფლებას“.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველა უნდა დარჩეს სახლში, დღეს მეტი გამოსავალი არ არის.

„ჩემი, როგორც პაატა იმნაძის, ერთი უბრალო ექიმის მოწოდება ყველასადმი, თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, სახლში დარჩით. მეტი გამოსავალი არ არის, თუ გინდათ, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, თუ გინდათ, რომ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...