0 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკატერინე ტიკარაძე: თუ წესებს ნაკლებად დავიცავთ, გვაქვს ვარაუდი, რომ 9 მაისისთვის 4 ათასზე მეტი ინფიცირებული გვეყოლება

საერთო ჯამში ჩვენ გვაქვს შემდეგი პროგნოზი, თუ ჩვენი მოქალაქეები დაემორჩილებიან ყველა იმ მითითებას, რისკენაც ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ, ჩვენ გვექნება ასეთი დინამიური ზრდა, როგორიც აქამდე გვქონდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მთავრობისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, შემთხვევაში ჰოსპიტალებისა და ექიმების გადატვირთვა და არანაირი რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა არ ემუქრება. 

„როგორც ვაკვირდებით, ჩვენი მითითებების დაცვა სრულფასოვნად არ ხდებოდა და აქედან გამომდინარე დღეს გვაქვს ჯერადული მატება და არა ისეთი დინამიური მატება, როგორც ეს, თუნდაც ერთი კვირის წინ გვქონდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ, ეს მატება იქნება ბევრად უფრო მაღალი პროგრესიის და ასეთ შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის ჩვენ უკვე 2000 დადასტურებული კოვიდ პაციენტი გვეყოლება. თუ ეს წესები გაცილებით უფრო ნაკლებად დაცული, ასეთ შემთხვევაში, გვაქვს ვარაუდი, რომ უკვე 9 მაისისთვის 4 ათასზე მეტი ინფიცირებული გვეყოლება. რა თქმა უნდა, ამის სურვილი არავის გვაქვს და აქედან გამომდინარე ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ იქნება, რომ დარჩეთ სახლში“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები