საზოგადოება
დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით ხვალ ტაძრებში მსახურება შესრულდება
2020-04-15 20:18:18
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება, თუმცა დაესწრება თუ არა კათოლიკოს პატრიარქი ილია წირვას, ჯერჯერობით უცნობია.
მსახურების დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.
დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები