საზოგადოება
ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
2020-04-14 23:27:08
დღეს საღამოს 21:00 საქართველოს დროშის ფერებში განათდა ჰეიდარ ალიევის ცენტრი ქ. ბაქოში, რომლითაც აზერბაიჯანი გამოხატავს საქართველოს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს მას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
„დღეს საღამოს ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამ მხარდაჭერისთვის. ეს აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან სოლიდარობის დიდებული გამოვლინებაა. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
კომენტარები