მსოფლიო
"ირაკლი ოქრუაშვილის საქმე 20 ივნისის შემდგომი მოვლენების მიუკერძოებლობაზე კითხვებს ბადებს" - კარლ ჰარცელი
2020-04-14 20:13:20
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება.
"ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით [...] მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს", - განაცხადა ჰარცელმა.
კომენტარები