საზოგადოება
კანადაში მომუშავე ქართველი მეცნიერი: „ტემპერატურა და ტენიანობა აიწევს თუ არა, ყველაფერი დამთავრდება“
2020-04-13 23:37:41
კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა, გიორგი ბაბუაძემ „ფორტუნას“ კითხვაზე, თუ როდის დამთავრდება დედამიწაზე კოშმარი, აღნიშნა, რომ ეს დრო ძალიან შორს არ არის.
„ტემპერატურა და ტენიანობა აიწევს თუ არა, ყველაფერი დამთავრდება“, – გვითხრა მეცნიერმა.
როგორც ცნობილია, გიორგი ბაბუაძე ერთ-ერთი მეცნიერია, რომელიც კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. გიორგი ბაბუაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც განმარტა, თუ რატომ არ ემართებათ ბავშვებს კორონავირუსი.
„ძალიან ბევრი მწერს მესენჯერში, თუ რატომ არ ემართებათ კორონავირუსიბავშვებს? პასუხია ემართებათ მარგრამ მათ ეს გადააქვთ უფრო მსუბუქ ფორმებში.
ჩემი აზრს დავწერ თუ რატომ ?
იმუნოლოგიაში არსებობს ფენომენი, რომელსაც ციტოკინური შტორმი ეწოდება (ციტოკინები კონკრეტული იმუნური უჯრედების მიერ წარმოებული მოკლე ზომის პეპტიდები, რომლებიც ასევე ებრძვიან უცხო ანტიგენს) . გარკვეული მიზეზების გამო ხშირად , არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი ორგანიზმი მთლიანი ძალებით ცდილობს შეუტიოს ანტიგენს და სწორედ ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ციტოკინური შტორმი. სწორედ ეს ფენომენი იყო ე.წ კორონა SARS-1 (2003) და ღორის გრიპის (2009) პანდემიებისას სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
კავშირი:
ბავშვებს, არ აქვთ ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა და ცნობილია, რომ მათი იმუნური უჯრედები გაცილებით ნაკლები რაოდენობის ციტოკინებს გამოიმუშავებენ, ვიდრე ზრდასრული ადამიანების იმუნური სისტემა.
პ.ს პოლემიკა მოსულა, კამათი მხოლოდ ნიძლავზე“, – დაწერა სოციალურ ქსელში მეცნიერმა.
კომენტარები