1 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში სავარაუდოდ, მაისიდან შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა შესაძლებელი იქნება

თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დაადგენილი წესები შესრულდება, სავარაუდოდ, მაისიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და წესების დაცვა - მხოლოდ ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზეც დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა ნებისმიერ შემთვევაში, თუ უგულებელვყოფთ ამ წესებს და არ დავეხმარებოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება მაღალი გავრცელების პიკი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას და მომეტებულ საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს.

რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ მით მალე დაუბრუნდება საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება, განუხრელად, ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფექტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები მოგვცემს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები