მსოფლიო
"შვილებს „სკაიპითაც“ არ ვუყურებ, იმიტომ რომ მერე მადგება თვალზე ცრემლი, არ მინდა ცრემლიანი თვალებით დამინახონ ბავშვებმა"
2020-04-13 04:36:05
„იმედის კვირის“ მაყურებელს ექსკლუზიურად მიეცა შესაძლებლობა ნახოს რა ხდება იქ, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზია. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა გადამღებ გუნდს პაციენტების მკურნალობის პროცესზე, კორონავირუსისთვისებებსა, და იმაზე მოუყვა თუ როგორ უმკლავდებიან ექიმები ბრძოლის რთულ გრაფიკს.
„მყავს ოჯახი, 3 შვილი. სიმართლე გითხრათ, „სკაიპითაც“ არ ვუყურებ, იმიტომ რომ მერე მადგება თვალზე ცრემლი და არ მინდა ცრემლიანი თვალებით დამინახონ ბავშვებმა. ერთი თვე არ მინახავს“, - ამბობს რატიანი.
კომენტარები