მსოფლიო
თენგიზ ცერცვაძე : ცოტა ხანს შევიწუხოთ თავი, გავიჭირვოთ მაქსიმუმ სამი კვირა, ამის შედეგი იქნება, რომ დაიწყება შემთხვევათა კლება
2020-04-13 03:47:04
ცოტა ხანს მეტად შევიწუხოთ თავი, ცოტა ხანი მეტად გავიჭირვოთ. ეს ორი კვირა, მაქსიმუმ სამი კვირა ძალიან მკაცრად შევასრულოთ რეკომენდაციები, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეზღუდვები არ არის კომფორტული, მაგრამ ეს იქნება შედეგის მომტანი.
„ეს იქნება გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გავუძლოთ და შედეგი იქნება ის, რომ სტაბილიზაციის ტენდენცია, რომელიც ჩვენთან შემთხვევათა მატებაში უკვე შეინიშნება, გახდება მყარი და დაიწყება შემთხვევათა კლება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები